კახი კალაძის გეგმა, რომელიც ფეხბურთისა და სპორტის ყველა ქომაგს გაახარებს

23-10-2017, 16:04

მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ ჩატარებულ თვითმართველობის არჩევნებმა თბილისის ახალ მერად ქართული ოცნების კანდიდატი კახი კალაძე გამოავლინა. ყოფილი ფეხბურთელი თანამდებობას რამდენიმე დღეში დაიკავებს, მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ მას დედაქალაქში სპორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით თავის პროგრამაში რამდენიმე გეგმა აქვს გაწერილი.

გავრცელებული ინფორმაციით, კალაძე გეგმავს, თბილისის მასშტაბით 150-ზე მეტი მინი სტადიონის აღდგენასა და ევრო-სტანდარტების დონით მოწყობას. ის მიზნად ისახავს, სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სხვადასხვა სპორტის სახეობებში გამოაჩენენ ნიჭს, სპორტსკოლებსა და სხვადასხვა აკადემიებში სწავლა დაუფინანსოს.

გარდა ამისა, კალაძის ერთ-ერთი პირველი პროექტი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების აშენება იქნება. ამასთან, ქალაქში მოეწყობა სხვადასხვა საფეხბურთო და სპორტული აქტივობები, რაც საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების წინაპირობაა. 


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით