"მილანი" კალაძის მერად არჩევას ძალიან ემოციურად გამოეხმაურა

23-10-2017, 20:49

მოგეხსენებათ, ორი დღის წინ ჩატარებულმა თვითმართველობის არჩევნებმა თბილისის ახალ მერად ქართული ოცნების კანდიდატი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" გამორჩეული ფეხბურთელი, კახი კალაძე გამოავლინა.

კახის ეს გამარჯვება ყურადღების გარეშე არც თავის ყოფილ გუნდს, "მილანს" გამორჩენია. იტალიურმა კლუბმა სოციალურ ქსელ Twitter-ში კალაძეს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"ლეგენდარულ მილანელს, კახი კალაძეს წარმატებებს ვუსურვებთ და ვულოცავთ თბილისის მერობას",- ვკითხულობთ იტალიური კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ყოფილი ფეხბურთელი თანამდებობას რამდენიმე დღეში დაიკავებს.

ავტორი ლუკა ალავიძე


საინტერესო

მისალოცი ამბავია
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით