როგორ გადაანაწილეს თავიანთი ხმები ვლადიმერ ვაისმა და ჯაბა კანკავამ

24-10-2017, 00:59

დღეს გაიმართა ფიფას 2016/17 წლების გალა დაჯილდოვების ცერემონია, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოვლინდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას, რა თქმა უნდა, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაცია იჩენდა.

მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მიიღო. მეორე ადგილზე "ბარსას" ვარსკვლავი ლიონელ მესი გავიდა, ხოლო მესამეზე - ბრაზილიელი ნეიმარი.

მოგეხსენებათ, ჟურნალისტების ხმების გარდა გამარჯვებულები ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებისა და კაპიტნების არჩევნის მიხედვითაც ვლინდება. საინტერესოა, როგორ გადანაწილდა ხმები საქართველოდან:

ჯაბა კანკავა - წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1. კრიშტიანო რონალდუ 2. ლეო მესი 3. ნეიმარი
წლის საუკეთესო მწვრთნელი: 1. ზინედინ ზიდანი 2. დიეგო სიმეონე 3. პეპ გვარდიოლა ვლადიმირ

ვლადიმერ ვაისი - წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 1. კრიშტიანო რონალდუ 2. ლეო მესი 3. ლუკა მოდრიჩი
წლის საუკეთესო მწვრთნელი: 1. ზინედინ ზიდანი 2. ანტონიო კონტე 3. ჟოზე მოურინიო


საინტერესო

  • beka10
  • 24 ოქტომბერი 2017 01:08
ჯაბა მაგარი კაცია ძალიან
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით