თბილისის "დინამოს" დაწუნებული ფეხბურთელი ფიფამ აღიარა

24-10-2017, 22:43

23 ოქტომბერს ფიფამ ლონდონში გრადიოზული დაჯილდოვება გამართა, სადაც 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი, ქალი ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი და სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

2017 წელს ფიფამ ფეირ პლეის ჯილდო ტოგოელ ფრანსის კონეს გადასცა. აფრიკელმა ფეხბურთელმა მიმდინარე წლის მსვლელობისას ერთერთ შეხვედრაში მოედანზე მეტოქე ფეხბურთელის სიცოცხლე გადაარჩინა, სანამ მინდორზე ექიმები გამოჩნდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფრანსის კონე 2012 წლის ზაფხულში სინჯებს თბილისის "დინამოში" გადიოდა, რომელიც ახალი სეზონისთვის ემზადებოდა. მაშინ თბილისურმა გუნდმა 21 წლის კონესთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა.

მას შემდეგ კონემ რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და ამჟამად ჩეხური "ზბროევკას" ღირსებსაც იცავს.



  • beka10
  • 24 ოქტომბერი 2017 22:45
ვაა ეს ნახეტ რაა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით