2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბიუჯეტი 400 მილიონს შეადგენს

27-10-2017, 21:02

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 წელზე ნაკლები რჩება. დღეს მუნდიალთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ამერიკული გამოცემა Washington Post-ის ცნობით, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საპრიზო ბიუჯეტი 400 მილიონი დოლარი იქნება. როგორც ცნობილია, ამ თანხიდან გამარჯვებულის წილი 38 მილიონი დოლარი იქნება. ხოლო ტურნირის თითოეული მონაწილე მინიმუმ 8 მილიონით "დაჯილდოვდება".

შედარებისთვის, ეს რიცხვები წინა მუნდიალზე 8 პროცენტით გაიზარდა. მაშინ, ტურნირის საპრიზო ბიუჯეტი 358 მილიონი გახლდათ, ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა კი 35 მილიონი მიიღო.


  • tsandro
  • 27 ოქტომბერი 2017 21:02
რაფული ტრიალებს

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით