უიქენდის 5 მატჩი, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

7-05-2016, 00:14

საფეხბურთო პორტალი FOOTBALLNEWS.GE გთავაზობთ უიქენდის 5 გამორჩეულ მატჩს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

"ბარსელონა" - "ესპანიოლი" (კვირა: 19:00)

"ბარსელონასთვის" ეს შეხვედრა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამ გამარჯვებით გუნდი ლა ლიგის ტიტულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება. როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია და ტიტულისთვის ერთბაშად სამი გუნდი იბრძვის. "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგიდან "ატლეტიკომ" გამოთიშა და მთლიანი ყურადღება ლა ლიგაზე აქვთ გადატანილი. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში "ესპანიოლმა" "ბარსელონას" საკუთარ მოედანზე ფრე 0-0 ეთამაშა. თავის მხრივ, ლუის სუარესი ბომბარდირობისთვის იბრძვის და არაა გამორიცხული, რომ ურუგვაელმა მეტოქის კარი რამდენჯერმეც აიღოს. ყურებადობის გარანტია: 69%

"გლადბახი" - "ლევერკუზენი" (შაბათი: 17:30)

ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის ვერცხლის სინს მოიპოვებს. თუმცა, დანარჩენ გუნდებს ევროტურნირებზე მოხვედრისთვის საკმაოდ მძიმე ბრძოლა აქვთ გაჩაღებული. "ლევერკუზებს" მესამე პოზიცია განაღდებული აქვს, რასაც ვერ ვიტყვით "გლადბახზე". გუნდი მეოთხე ადგილზე იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ამ პოზიციიდან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადის. თუმცა აღსანიშნავია, რომ მეხუთე ადგილზე მყოფ "ჰერტასაც" ანალოგიურად 49 ქულა აქვს, მის ქვემოთ შალკეს - 48, ხოლო "მაინცს" - 46. ასე რომ, ბუნდესლიგის დასკვნითი ფაზა მართლაც დაძაბული და საინტერესოა. ყურებადობის გარანტია: 86%

"რეალი" - "ვალენსია" (კვირა: 19:00)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლა ლიგის ტიტულისთვის ერთბაშად სამი კლუბი იბრძვის, მათ შორის "რეალიც". სამეფო კლუბმა მეორე ფრონტზეც შესანიშნავი შედეგი აჩვენა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. ზინედინ ზიდანის მოსვლის შემდეგ გუნდში არსებული სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, რაც მთავარია, დადებითად. აღსანიშნავია "რეალის" დანაკლისი. ამ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება გარეთ ბეილი და კეილორ ნავასი, რომელთა დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. "ვალენსიამ" წინა ტურში "ვილიარეალთან" მატჩის შემდეგ ოფიციალურად დაკარგა ევროპა ლიგაზე მოხვედრის შანსი. მიუხედავად ამისა, ამ თამაშში ისინი ბოლომდე იბრძოლებენ საკუთარი გულშემატკივრებისთვის. ყურებადობის გარანტია: 90%

"ლესტერი" - "ევერტონი" (შაბათი: 20:30)

დიახ! "ლესტერი" პრემიერ ლიგის ჩემპიონია. ჩემპიონატის ყოველი ტურის შემდეგ გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი თვლიდა, რომ რაღაც მომენტიდან “ლესტერი” ქულების დაკარგვას დაიწყებდა და პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლას მარტივად გამოეთიშებოდა. როგორც ვხედავთ, ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამას “მელიების” ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც ვერ იფიქრდებდა. კლაუდიო რანიერის გუნდის წარმატებული სვლა ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა და წინა ტურში ისინი ოფიციალურად გახდნენ პრემიერ ლიგის 2015/16 წლების სეზონის გამარჯვებულები. “ლესტერი” მეორეადგილოსან “ტოტენჰემს” 7 ქულით უსწრებს. "ევერტონი" სრულიად უმოტივაციოა. გუნდი მე-11 ადგილზე იმყოფება. ერთადერთი მოტივაცია, რაც მათ გააჩნიათ არის ცხრილის პირველ ნახევარში მოხვედის შანსი. ყურებადობის გარანტია: 92%

"მანჩესტერ სიტი" - "არსენალი" (კვირა: 19:00)

პრემიერ ლიგისა და მთლიანად ამ ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება ეტიჰედ სთეიდიუმზე. დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაში გადაწყდება თუ ვინ დაიკავებს პრემიერ ლიგის მესამე პოზიციას და ვინ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე. როგორც მოგეხსენებათ, მანუელ პელეგრინის გუნდი მადრიდის "რეალმა" გამოთიშა ლიგის ნახევარფინალიდან. ორი მატჩის ჯამში ინგლისური კლუბი 1-0 დამარცხდა. ასე რომ, "ქალაქელებს" ისღა დარჩენიათ პრემიერ ლიგის მატჩებზე იფიქრონ. როგორც იცით, ეს მანუელ პელეგრინი ბოლო მატჩი იქნება ეტიჰადზე, რომელიც მისთვის და ალბათ გუნდისთვისაც დამატებითი მოტივაცია იქნება. პირველ წრეში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "სიტი" 2-1 დაამარცხა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებ შედეგს ენიჭება, ხოლო შემდგომ უკვე ბურთების შეფარდებას. ყურებადობის გარანტია: 96% სპეციალურად FOOTBALLNEWS.GE-სთვის მამუკა მამულაშვილი!


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით