"სელფორდის" მეკარე მოშარდვის გამო გააძევეს

29-10-2017, 13:11

საინტერესო და ამავდროულად უცნაური ფაქტი დაფიქსირდა ავსტრალიის ეროვნული ლიგის დაბალი დივიზიონის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს "ბრენდფორდი" და "სელფორდი" უპირისპირდებოდნენ.

მატჩის 88-ე წუთზე სტუმართა გუნდის კიპერი, მაქს კროკომბე მოედნიდან გააძევეს. მიზეზი? ფეხბურთელმა თამაშის მიმდინარეობისას დრო იხელთა და მინდორზე მოშარდა. მსაჯმაც ეს ყველაფერი შეამჩნია და მაშინვე წითელი ბარათი აუფრიალა კიპერს.

"დიდ ბოდიშს ვიხდი ჩემი საქციელის გამო. ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს თამაშის მიმდინარეობისას და იძულებული გავხდი, რომ ასე გამეკეთებინა." - აცხადებს კროკომბე.

საბოლოოდ მისმა გუნდმა შეხვედრაში ანგარიშით 1:2 იმარჯვა და 3 ქულაც ჩაიწერა აქტივში.


  • tsandro
  • 29 ოქტომბერი 2017 13:11
მაგარი კაცია :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით