იმერული დერბი თასის ფინალში

2-11-2017, 09:07

საქართველოს დავით ყიფინის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები უკვე გაიმართა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.

საჩხერის "ჩიხურა" ხონის "იმერეთს" დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 5:0 დაამარცხა. შეხვედრა საჩხერელთა სრული უპირატესობით წარიმართა და სოსო ფრუიძის გუნდმა ფინალის საგზური ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოიპოვა. ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა, ლაშა ჩიკვაიძის ჩაწოდების შედეგად თავური დარტყმით ლევან კაკუბავამ გაიტანა. შეხვედრა საჩხერელთა შეტევებით გაგრძელდა და პირველი ტაიმის დასრულებამდე "ჩიხურამ" სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 24-ე წუთზე ანგარიში ორამდე დიმიტრი ტატანაშვილმა გაზარდა, 36-ეზე კი, მიშიკო სარდალიშვილმა მოახერხა მეტოქოს კარის აღება. მეორე ნახევარი შედარებით დაბალ ტემპში წარიმართა, საჩხერელები აღარ აქტიურობდნენ და თამაში ძირითადად ცენტრში მიმდინარეობდა. მიუხედავად მატჩის ასეთი მსვლელობისა, შეხვედრის მიწურულს "ჩიხურამ" კიდევ ორჯერ გაიტანა. 78-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა საკუთარი გუნდი სწრაფი კონტრიერიში დაასრულდა, 88-ეზე კი, დიმიტრი ტატანაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

ტრადიციულად დაძაბული და საინტერესო გამოდგა ქართული დერბი. ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ "რამაზ შენგელიაზე" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ფინალის საგზური მძიმე ბრძოლაში მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდმა საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლები გარეშე 0:0 დასრულდა. ტორპედოელთა მხრიდან გოლის გატანის კარგი შანსები  თორნიკე კაპანაძესა და გიორგი კუხიანიძეს ჰქონდათ. დინამოელთა მხრიდან კი, ბექა ქავთარაძისა და ლაშა ქოჩლაძის მომენტების გამორჩევა შეიძლება. საბოლოოდ პრინციპული დაპირისპირების ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. 11-მეტრიანები უკეთ ქუთაისელებმა შეასრულეს და ანგარიშით 5:4 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს თასის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. გასულ სეზონში კახაბერ ჩხეტიანის გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის მარტვილის "მერანს" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. 

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრის მასპინძელი ქალაქი და თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.



  • levani25
  • 3 ნოემბერი 2017 12:41
ვაა საღოლ :3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით