პირლო "იუვენტუსში" დაბრუნებასთან ახლოსაა

7-11-2017, 15:38

ანდრეა პირლომ ოფიციალურად განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას ასრულებს. მას შემდეგ პრესაში სწრაფადვე გაჩნდა ცნობები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ლეგენდარული იტალიელის კარიერა.

იტალიურ პრესაში არსებული ინფორმაციით, ანდრეა პირლო სამუშაოდ ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნდება და კლუბის ელჩის თანამდებობას მოირგებს. ასევე შესაძლოა, რომ მან სამწვრთნელო შტაბში მოსინჯოს საკუთარი ძალები.

პირლოს საკუთარ სამწვრთნელო შტაბში ხილვა ასევე სურს ლონდონის "ჩელსის" დამირეგებელს ანტონიო კონტეს.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსთან" ერთად 2015 წელს პირლომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.



  • beka10
  • 7 ნოემბერი 2017 15:38
andrea geniosoo <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით