"ლიონის" კიპერმა მესის წაკბინა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ლიონის" კიპერმა მესის წაკბინა

11-11-2017, 19:35

6 ნოემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში მე-11 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს "ლიონი" "სენტ ეტიენი" დაუპირისპირდნენ. მატჩი "სტად ჟერლანის" ბინადრების ტრიუმფალური გამარჯვებით, ანგარიშით, 5:0 დასრულდა.

"ლიონელთა" ფეხბურთელმა, ნაბილ ფეკირმა 84-ე წუთზე გატანილი გოლი კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერის, ლიონელ მესის სტილში აღნიშნა, რასაც მეტოქე გუნდის ქომაგთა უკმაყოფილება და განრისხება მოჰყვა.

მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზე ფრანგული "ლიონის" კიპერმა, ანტონი ლოპეშმა ამ ფაქტთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"იყო თუ არა ეს საქციელი პროვოკაცია ფეკირის მხრიდან? მესის ჰკითხეთ, რომელმაც იგივე "სანტიაგო ბერნაბეუზე" გააკეთა", - განაცხადა ანტონიმ პრესასთან საუბრისას.


ავტორი ლუკა ალავიძე



  • messi10
  • 11 ნოემბერი 2017 19:37
სასაცილოა უბრალოდ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით