რამოსი:"შენ მთელ მსოფლიოს მოენატრები"

14-11-2017, 22:07

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფში იტალიის ნაკრები შვედებს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1-0 დამარცხდა. მოახლოებულ მუნდიალზე იტალიის ნაკრებს ვერ ვიხილავთ. სკუადრა აძურას შემადგენლობაში კი, ჯიჯი ბუფონმა ბოლო ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ლეგენდარულმა ჯანლუიჯიმ კარიერა დაასრულა.

მატჩისშემდგომ მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი ბუფონის წასვლას სოციალურ ქსელ Twitter-ში გულმხურვალე სიტყვებით გამოეხმაურა.

"მთელ მსოფლიოს მოენატრები. ჯიჯი, მეგობარო! შენ ძალიან დიდი ხარ", - დაწერა ესპანელმა.


ავტორი ლუკა ალავიძე





  • messi10
  • 14 ნოემბერი 2017 22:08
მართლაც მოენატრები ყველას ჯიჯი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით