"GOAL"-ის გამოკითხვა - რონალდუმ მესის აჯობა

14-11-2017, 22:37

პოპულარულმა გამოცემა "Goal"-მა 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეული გამოავლინა.

საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ადგილს იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" კიპერი ჯანლუიჯი ბუფონი იკავებს. სამეულში მოხვდა მადრიდული "რეალის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუც. რაც შეეხება მესამე ადგილს, საუკეთესოთა შორის მესამე ადგილზე ისევ "სანტიაგუ ბერნაბეუს" ბინადარი, ლუკა მოდრიჩი არის გამწესებული.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს "Goal"-ის ამ სამეულში კრიშტიანუს უშუალო კონკურენტი, კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი, ლიონელ მესი ვერ მოხვდა. აღნიშნული გამოცემის გამოკითხვით არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მე-4 ადგილი დაიკავა.


ავტორი ლუკა ალავიძე



  • messi10
  • 14 ნოემბერი 2017 22:39
რაის მოდრიჩი? :ო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით