კიელინი:"მე ვიცი როგორ შევაჩერო მესი"

17-11-2017, 15:09

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ გავლენიან გამოცემა "Corriere Della Sera"-სთან ინტერვიუში ლიონელ მესიზე ისაუბრა.

"როდესაც ლიონელ მესის მოძრაობის განსაზღვრას და მის შეჩერებას ცდილობ, ყოველთვის მარცხდები. ის თამაშს ისე სწრაფად კითხულობს, რომ მასთან მიახლოვებასაც კი ვერ მოასწრებ. ლეო ფენომენალური ფეხბურთელია. არგენტინელის შეჩერების ერთადერთ მეთოდად, გუნდური თამაში მიმაჩნია.

შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო იყო, მაგრამ, თუ ფიქრობ, რომ მესის შეჩერება ინდივიდუალურად შეგიძლია, იმედები აუცილებლად გაგიცრუვდება", - განაცხადა კიელინიმ პრესასთან საუბრისას.


ავტორი ლუკა ალავიძე



  • messi10
  • 17 ნოემბერი 2017 15:11
egrec gagichirdebat

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით