საქართველოს ნაკრების შანსი მუნდიალზე მოსახვედრად

17-11-2017, 21:50

ქართულ ფეხბურთს კარგი ეპოქა ნამდვილად არ უდგას. ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთი ციკლი დაასრულა შედეგის გარეშე და გულშემატკივარიც იმედიანად შეჰყურებს მომავალი ციკლის დაწყებას.

თუმცა, საერთაშორისო ფეხბურთში ჩვენთვის სასიკეთო ძვრები დაიწყო. ჯერ უეფას ერთა ლიგის პროექტი შეიქმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ვიბრძოლოთ და იქ გასვლის კარგი შანსიც გვქონდეს, ხოლო ფიფას გადაწყვეტილება მომავალს უფრო პერსპექტიუს ხდის.

ჯანი ინფანტინოს მიერ ინიცირებული პროექტი ფიფაში უკვე დაამტკიცეს და 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 48 ნაკრები იასპარეზებს, მათგან 16 ევროპიდან. შესაბამისად, უეფას წევრი ქვეყნების 29% მუნდიალზე საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებს.

ასე რომ, გაფართოვებული მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი გუნდისთვის კიდევ ერთი შანსია, რომლის გამოყენებასაც აუცილებლად უნდა ვეცადოთ.


საინტერესო

  • beka10
  • 17 ნოემბერი 2017 21:50
moxvxvdebit <3
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
10 დეკემბერი
-
10 დეკემბერი
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით