ოფიციალურად: პიკე "ვალენსიასთან" მატჩს გამოტოვებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ოფიციალურად: პიკე "ვალენსიასთან" მატჩს გამოტოვებს

18-11-2017, 22:56

დღეს გაიმართა ლა ლიგის მე-13 ტურის მატჩი, რომელშიც "ლეგანესმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

შეხვედრის 29-ე წუთზე სტუმართა ვიცე-კაპიტანმა, ხერარდ პიკემ ყვითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ეს ბარათი მისთვის რიგით მეხუთე გახლავთ მიმდინარე სეზონში, რის გამოც მას მომავალ ტურში, "ვალენსიათან" შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" მესტალიას 26 ნოემბერს ესტუმრება გუნდს პიკეს გარდა კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, ხავიერ მასკერანოც არ ეყოლება. შესაბამისად, ერნესტო ვალვერდეს დაცვის ხაზში სერიოზული საფიქრალი აქვს.



  • tsandro
  • 18 ნოემბერი 2017 22:57
ძალიანაც კარგი :)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით