საბა ლობჟანიძის ბენეფისი დანიის სუპერლიგაში

20-11-2017, 00:03

დღეს გაიმართა დანიის სუპერლიგის მე-16 ტურის მატჩი, რომელშიც "ლინგბიმ" "რანდერსს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

სტუმართა მხრიდან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ გუნდის ქართველი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე. 22 წლის ნახევარმცველმა მატჩის 44-ე წუთზე ჯერ თანაგუნდელს გაატანინა გოლი, 90-ე წუთზე კი თავისივე წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა და გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო.

შეგახსენებთ, რომ საბასთვის ეს რიგით მე-2 გოლია დანიის სუპერლიგაში. რაც შეეხება რანდერსს, გუნდი 14 გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა 14 ქულით და ევროზონას 8 ქულით ჩამორჩება.


 


საინტერესო

  • tsandro
  • 20 ნოემბერი 2017 00:04
კარგ ფორმაშია საბა <3
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
10 დეკემბერი
-
10 დეკემბერი
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით