5 ყველაზე მექალთანე ფეხბურთელი

22-11-2017, 00:19

Footballnews.ge გთავაზობთ 5 ფეხბურთელს, რომლებმაც ფეხბურთის თამაშის გარდა სახელი საპირისპირო სქესის წარმომადგნლებთან ურთიერთობითაც გაითქვეს.

5. ჯორჯ ბესტი
ჯორჯ ბესტი იყო "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი. ამასთანავე ძალიან სიმპათიური და ფეხბურთელობასთან ერთად პოეტობასაც ითავსებდა. 1960-იან წლებში ის ბევრი ქალის კუმირი გახლდათ. ერთ-ერთი ასეთი მანდილოსანი იყო ჩიკი ბარბარა, რომელმაც განაცხადა, რომ ჯორჯთან ზღაპრული სქესობრივი კავშირი ჰქონდა, მაგრამ ბესტის ცოლმა ცნობილ ფეხბურთელს ძალადობაში დასდო ბრალი. ჯორჯი 2004 წელს გაეყარა თავის მეუღლეს, მაგრამ ერთ წელიწადში, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა - მიზეზი ალკოჰოლი.

4. ფრანჩესკო ტოტი

მსოფლიო ჩემპიონი და იტალიური "რომას" სიმბოლო, ფრანჩესკო ტოტი არც თუ ისე ერთგულია, როგორც მოედანზე ჩანს. "იმპერატორს" ამჟამად მეოთხე ცოლი ჰყავს, ილარი ბლასი, რომელთანაც უკვე ცხრა წელია ცხოვრობს. ტოტიმ განაცხადა, რომ ერთადერთი ვისთვისაც არასდროს უღალატია "რომაა". როგორც თავად აცხადებს, მან ვაჟიშვილობა 12 წლის ასაკში, 17 წლის რომაელ გოგონასთან დაკარგა.

3. გარინჩა
მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსს, იგივე გარინჩას, რომელიც ბრაზილიური ფეხბურთის სიმბოლოდ ითვლება, საკმაოდ მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება ჰქონდა. 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც გარინჩამ გაიბრწყინა, ის შვედეთს ეწვია, სადაც ალკოჰოლით გაბრუებულმა სტოკჰოლმელი ქალბატონი დააორსულა. ეს იყო გარინჩას მეხუთე შვილი. ამის გამო, შვიდ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ის დაშორდა სამბას მომღერალ ელიოტ სოარესს. თავად ფეხბურთელი განცხადებით, მას 14 შვილი ჰყავს.

2. რაიან გიგზი
თავდაპირველად, რაიან გიგზი იმოგ ტომასთან ურთიერთობისთვის გააკრიტიკეს, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო სკანდალური რამ მოხდა. უელსელმა ფეხბურთელმა, საკუთარი ძმის ცოლთან, ნატაშა გიგზთან დაამყარა სექსუალური კავშირი. 2011 წელს, ნატაშამ თავად აღიარა, რომ რაიანთან რვა წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.

1. ჯონ ტერი
ტერი ძალიან ცნობილი ფეხბურთელია, მაგრამ მისი სახელის გაგონებისას შეუძლებელია თვალწინ უამრავი ლამაზი მანდილოსანი არ წარმოგიდგეს. ცნობილი ამბავია, რომ მან ურთიერთობა თავისი თანაგუნდელის და ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის, უეინ ბრიჯის მეუღლესთან დაამყარა. ინგლისელმა მცველმა მოგვიანებით კიდევ ერთი სასიყვარულო ისტორია წამოიწყო. ამჯერად ფრანგ სუპერ მოდელთან, ვანესა პერონსელთან, თუმცა ეს თავგადასავალიც დიდი ხნით არ გაგრძელებულა. ცნობილი ამბავია, რომ "ჩელსის" რამდენიმე დამრიგებელმა ტერის ვარჯიშებზე მანდილოსნების მიყვანა აუკრძალეს.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
10 დეკემბერი
-
10 დეკემბერი
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით