მესი: "იუვენტუსის" წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ"

22-11-2017, 14:45

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა ლეო მესიმ ტურინის "იუვენტუსთან" მოახლოვებული უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მესის თქმით, "ბლაუგრანას" მოედანზე დიდი ყურადღება მართებს.

"წინ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. მეტოქე ძლიერია და ეს ყველაფერი გასულ სეზონშიც გამოჩნდა, როდესაც ჩემპიონთა ლიგიდან სწორედ "იუვენტუსთან" ჭიდილის შემდეგ გამოვვარდით. გოლს ბუფონის კარში მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიტან, თუ მთელი გუნდი მოედანზე სწორად იმოქმედებს" . - განაცხადა მესიმ.

"იუვენტუსისა" და "ბარსელონას" შეხვედრა თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება.



  • beka10
  • 22 ნოემბერი 2017 14:46
vaa leo <3 <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით