რატომ არ ითამაშა მესიმ ძირითად შემადგენლობაში?

23-11-2017, 01:42

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩი, რომელშიც ტურინის "იუვენტუსმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა.

სტუმართა არგენტინელმა ლიდერმა, ლიონელ მესიმ მთელი პირველი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ კვირას, 26 ნოემბერს გუნდი ლა ლიგის ეგიდით მეორეადგილოსან "ვალენსიას" ესტუმრება.

როგორც ჩანს, "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს მესის დასვენება უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის სურდა, თუმცა საბოლოოდ თამაშიდან გამომდინარე მეორე ტაიმში მისი შემოყვანა მაინც დასჭირდა.



  • tsandro
  • 23 ნოემბერი 2017 01:43
მაინც ვერაფერი ქნა :დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით