ქართველი, რომელმაც მადრიდის "რეალის" ქომაგები გადარია

23-11-2017, 20:25

1981 წლის სექტემბერში თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულმა თბილისის "დინამომ" ესპანეთში მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელის სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის ოთხთა ტურნირში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ქართულ გუნდთან ერთად საუკეთესოს წოდებისთვის მადრიდის "რეალი", მიუნხენის "ბაიერნი" და "ალკმაარი" იბრძოდნენ.

ტურნირის ნახევარფინალურ შეხვედრაში "დინამოელები" "სამეფო გუნდთან" 2:4 დამარცხდნენ. ჩვენებურთაგან დუბლის შესრულება რამაზ შენგელიამ მოახერხა. საბოლოოდ ფინალში გასულმა "რეალმა" "ალკმაარიც" დაამრცხა, ხოლო "დინამოელებს" მესამე ადგილისთვის მოუხდათ თავის გადადება.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თბილისური გუნდი მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამრცხა. დუბლის გატანა კვლავ რამაზ შენგელიამ მოახერხა, ხოლო გერმანელთგან თავი პოლ ბრაიტნერმა გამოიჩინა.

მადრიდში გამართული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ვოვა გუცაევი გახდა, რომლსაც "რეალი" კონტრაქტსაც სთავაზობდა. გუცაევმა "სანტიაგო ბერნებუზე" შეკრებილი მაყურებელი აღაფრთოვანა. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ადგილობრივ პუბლიკას გუცაევმა ალფრედო დი სტეფანოგაახსენა.


  • beka10
  • 23 ნოემბერი 2017 20:27
ლეგენდარული ვოვა <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით