დიბალა:"ბარსელონა" თავს უკეთ იცავს"

24-11-2017, 16:47

22 ნოემბერს "ალიანც სთედიუმზე" ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ანგარიშით, 0:0 დასრულდა. მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზე "ბებერი ქალბატონის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაოლო დიბალამ პრესასთან "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა.

"ძალიან ლამაზი თამაში გამოვიდა. კატალონიელების სახით, ძლიერი მეტოქე გვყავდა. "ბარსელონა" თავს აშკარად უკეთ იცავს, ვიდრე ამას ადრე აკეთებდა.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, საბერძნეთში, "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გავმართავთ. იმედი მაქვს, რომ "ბარსას" შედეგზე დამოკიდებული არ ვიქნებით და დამაჯერებელი სხვაობით მოგებას მოვახერხებთ", - განაცხადა არგენტინელმა პრესასთან საუბრისას.


ავტორი ლუკა ალავიძე



  • messi10
  • 24 ნოემბერი 2017 16:47
გაჩერდი ერთი

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით