ვალვერდე:"მესი თავისი გუნდის ერთგულია" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ვალვერდე:"მესი თავისი გუნდის ერთგულია"

26-11-2017, 16:36

როგორც ყველასთვის ცნობილია, კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ ანდრეს მესიმ გუნდთან სამუშაო ხელშეკრულება 2021 წლამდე გაახანგრძლივა. კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ლიონელის ამ გადაწყვეტილებას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცი, ერნესტო ვალვერდე გამოეხმაურა.

"როგორც მესიმ ახსენა, კონტრაქტი უკვე გახანგრძლივებული იყო და მხოლოდ ოფიციალური ცერემონია აკლდა. ახლა ჩვენ ქომაგებს შუძლიათ თავი მშვიდად იგრძნონ და მესის ყურებით კიდევ 3 წელი დატკბნენ. ამ საკითხზე საერთოდ არ მინერვიულია, რადგანაც ვიცოდი, რომ მესი თავისი გუნდის ერთგული იყო.

26 ნოემბერს "ვალენსიასთან" "მესტალიაზე" პრინციპული დაპირისპირება გველის. გარანტირებული არაფერია და სწორედ ამიტომ გამარჯვებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული", - განაცხადა ვალვერდემ პრესასთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ახალი კონტრაქტის თანახმად არგენტინელი სუპერვარსკვლავის გამოსყიდვით დაინტერესებულ გუნდებს 700 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.


ავტორი ლუკა ალავიძე



  • messi10
  • 26 ნოემბერი 2017 16:44
namdvilad ertguli bichia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით