"ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია

26-11-2017, 19:01

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი შეხვედრის 74-ე წუთზე სტუმართა ლიდერმა, თორნიკე კაპანაძემ თავური დარტყმით გაიტანა და საკუთარ გუნდს საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლო წუთზე დინამოელებს შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება და ჩემპიონობის მოპოვება, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე მასპინძელთა კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა და "დინამო" წელს უტიტულოდ დატოვა.



  • beka10
  • 26 ნოემბერი 2017 20:28
magari iyo dzaan

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით