მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი წესი ამოქმედდება

27-11-2017, 22:19

რასიზმი, სამწუხაროდ, დღემდე საკმაოდ აქტუალური პრობლემაა ფეხბურთში. არაერთი შემთხვევის გახსენება შეგვიძლია, როდესაც სხვადასხვა ვარსკვლავი სწორედ რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი გამხდარა. როგორც ჩანს, ფიფა რასიზმთან ბრძოლას ახალი ხერხებით აპირებს.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მსაჯებს თამაშის შეჩერება შეეძლებათ, თუ ტრიბუნებზე რასიზმის შემთხვევა დაფიქსირდება. რუსეთში ეს პრობლემა საკმაოდ მწვავეა და ეს ახალი წესი სწორედ ამ მიზეზის გამო ინერგება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ქვეყნის ვინაობა ცნობილია და კენჭისყრა პირველ დეკემბერს გაიმართება.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით