ნეიმარის ხელფასი TOP 7 ქალთა ლიგის ხელფასებს შეადარეს

27-11-2017, 22:44

გასულ ზაფხულს ბრაზილიელი ფეხბურთელი, ნეიმარი 196 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ "ბარსელონადან" ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა. ახალი კონტრაქტის თანახმად, მისი ხელფასი წელიწადში 32.9 მილიონი ფუნტი სტერლინგია და ამით ის მსოფლიოს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ფეხბურთელია. 

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, Sporting Intelligence-მა ჩაატარა საინტერესო კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბრაზილიელი სუპერ-ვარსკვლავის ხელფასი 7 სხვადასხვა ლიგაში მოთამაშე 1 693 ქალი ფეხბურთელის ანაზღაურებას უდრის. საუბარია ინგლისის, აშშ-ს, გერმანიის, შვედეთის, მექსიკის, საფრანგეთისა და აუსტრალიის ტოპ დივიზიონებზე.

ამ გამოკვლევის თანახმად, მამაკაცი ფეხბურთელები და ზოგადად კაცების მონაწილეობით ჩატარებული საფეხბურთო მატჩებით გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე მდედრობითი სქესის მატჩები. როგორც გამოცემა წერს, ხშირია ისეთი ფაქტი, როდესაც მამრობითი სქესის ერთი ფეხბურთელი იმაზე მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე ასეულობით ქალი ჯამში. 

გარდა ამისა, ამ კვლევამ ისიც აჩვენა, რომ ყველაზე მაღალი ხელფასები კატალონიის "ბარსელონაშია". ესპანური კლუბი წელიწადში საშუალოდ ხელფასის სახით საშუალოდ 6 597 500 ფუნტ სტერლინგს გასცემს. 


საინტერესო

  • AM11
  • 27 ნოემბერი 2017 22:45
dzaan bevri 1700 kali :d

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით