პარეხო:" მესის მომენტში გოლი ნამდვილად იყო" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

პარეხო:" მესის მომენტში გოლი ნამდვილად იყო"

27-11-2017, 23:23

გუშინ, 26 ნოემბერს ლა ლიგის რიგით მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. 23 საათსა და 45 წუთზე "მესტალიაზე" ადგილობრივმა "ვალენსიამ" კატალონიის "ბარსელონა" მიიღო და დაუზავდა. მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზე "ღამურების" ფეხბურთელმა, დანიელ პარეხომ ლიონელ მესის არჩათვლილ გოლზე ისაუბრა.

"პირველ ტაიმში ჩვენმა მეტოქემ აშკარად გვაჯობა. მიუხედავად დიდი წნეხისა ჩვენ ტემპს ავყევით და საბოლოოდ 1 ქულის მოპოვება მოვახერხეთ. მეორე ნახევარი უფრო კარგად დავიწყეთ, რადგანაც გულშემატკივრისთვის კარგი ფეხბურთის ჩვენება გვსურდა.

ვფიქრობ, რომ ლიონელის დარტყმის შემდეგ გოლი ნამდვილად გავიდა, მაგრამ არბიტრს ეს მომენტი უბრალოდ სხვანაირად მოეჩვენა, ისინიც ხომ ადამიანები არიან. ზოგჯერ ისინი ჩვენს სასარგებლოდაც ცდებიან", - განაცხადა პარეხომ პრესასთან საუბრისას.


ავტორი ლუკა ალავიძე



  • messi10
  • 27 ნოემბერი 2017 23:53
kai erti gaficeb

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით