ზიდანმა ბეილის დაბრუნება დაანონსა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ზიდანმა ბეილის დაბრუნება დაანონსა

28-11-2017, 00:18

ხვალ, 28 ნოემბერს კოპა დელ რეის ეგიდით მადრიდის "რეალი" "ფეუნლაბრადას" საკუთარ კედლებში მიიღებს. გეტყვით რომ ერთი თვის წინ, სტუმრად გამართული შეხვედრა დედაქალაქებმა დამაჯერებელი ანგარიშით, 2:0 მოიგეს. მატჩისწინა პრესკომფერენციაზე "თეთრების" ფრანგმა თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, გარეთ ბეილის დაბრუნება დაანონსა.

"ჩემი უდიდესი სურვილია ბენზემა, ბეილი და რონალდუ მოედანზე ერთად ვიხილო. გაგახარებთ და გეტყვით, რომ გარეთი ხვალ ჩვენთან ერთად იქნება. არის დიდი შანსი იმისა, რომ მოედანზე გამოვიდეს და "ფეუნლაბრადას" წინააღმდეგ ითამაშოს.

იმედია მომავალში ვიდეო რეფერის ტექნოლოგია დაინერგება და "მესტალიაზე" მომხდარი მოვლენები ლა ლიგის სხვა მატჩებშიც არ იჩენს თავს. სხვა მხრივ არბიტრების და ჩემპიონატის ხელძღვანელობის განსჯას არ ვაპირებ", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა პრესასთან საუბრისას.


ავტორი ლუკა ალავიძე



  • messi10
  • 28 ნოემბერი 2017 00:20
kargia argaafuchos tramvebma

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით