ალბა:"ლეოს გოლი მოედნის ცენტრიდანაც კი ჩანდა"

28-11-2017, 00:36

გუშინ, 26 ნოემბერს ლა ლიგის რიგით მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. 23 საათსა და 45 წუთზე "მესტალიაზე" ადგილობრივმა "ვალენსიამ" კატალონიის "ბარსელონა" მიიღო და დაუზავდა. მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ესპანელმა ფეხბურთელმა, ჟორდი ალბამ ლიონელ მესის არჩათვლილ პენალტზე ისაუბრა და მსაჯები გააკრიტიკა.

"ლეოს დარტყმული გოლი იყო, ეს მოედნის შუა ნაწილიდანაც კი ჩანდა. ვფიქრობ, რომ ასეთ მატჩებში არბიტრებს მსგავსი შეცდომები არ უნდა ეპარებოდეთ. რა თქმა უნდა "ვალენსიას" გარჯა არ უნდა დავუკარგოთ. "ღამურები" ძალიან კარგ ფორმაში არიან და სწორედ ამიტომ ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფებიან", - განაცხადა ალბამ პრესასთან საუბრისას.


ავტორი ლუკა ალავიძე


  • messi10
  • 28 ნოემბერი 2017 00:37
darwmunebulivar chanda

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით