ქართველი, რომელმაც ფეხბურთის "მეფე", პელე გააგიჟა

30-11-2017, 22:37

1965 წელს გაიმართა ამხანაგური მატჩი საბჭოთა კავშირსა და ბრაზილიის ეროვნულ გუნდებს შორის, რომელიც სამხრეთ ამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0:3 დასრულდა.

მაშინდელ ნაკრებში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელები მიხეილ მესხი, გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია და ანზორ კავაზაშვილი ასპარეზობდნენ. ამ მატჩიდან წლების შემდეგ მიხეილ მესხმა პელესთან შეხვედრის ეპიზოდი გაიხსენა.

"მახსოვს, ერთ ეპიზოდში პელესთან პირისპირ დავრჩი. მე ზურგით ვიდექი მაგრამ მოვახერხე და ფეხებს შორის გავუძვრინე ბურთი, შემოვტრიალდი და გავეკიდე ამ ბურთს."

"პელე ამ მომენტით ერთბაშად შეცბა და სიცილი დაიწყო, მერე გამომეკიდა და ზურგზე შემახტა. ასე, ზურგზე შემომჯდარმა ვატარე დიდი მანძილი." - იხსენებს მესხი.


  • beka10
  • 30 ნოემბერი 2017 22:42
ori legenda <3 <3 <3

ციტატა: beka10
ori legenda <3 <3 <3

getanxmebi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით