მადრიდელების შეთავაზება "იუვენტუსს": "კროოსი დიბალას სანაცვლოდ"

4-12-2017, 13:46

ტურინის "იუვენტუსის" ახალგაზრდა შემტევი, პაოლო დიბალა არაერთი ევროპული კლუბის სამიზნეა. ნებისმიერი გუნდი მზად არის, რომ არგენტინელ ფეხბურთელში დიდი რაოდენობის თანხა გადაიხადოს.

ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან საინტერესო წინადადებას ამზადებს მადრიდის "რეალი". Rai Sport-ის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი მზად არის, რომ პაოლო დიბალაში არა მხოლოდ ფული გადაიხადოს, არამედ ტონი კროოსიც გაუშვას ტურინში.

თავის მხრივ, "იუვენტუსს" დიბალას გაშვება არ სურს და ახალ კონტრაქტს სთავაზობს მას, რომლის მიხედვით გაცილებით ახალგაზრდა არგენტინელი გაცილებით დიდ ხელფასს მიიღებს, ვიდრე ახლა აქვს. რამდენიმე დღის წინ პაოლომ განაცხადა, რომ იტალიის დატოვებას არ გამორიცხავს. 



  • AM11
  • 4 დეკემბერი 2017 13:47
ყვეალფესაკეთებენ დიბალას გამო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით