მარსელინო:"ტურნირს "ბარსელონას" სახით ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მარსელინო:"ტურნირს "ბარსელონას" სახით ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს"

4-12-2017, 19:47

ლა ლიგის ბინადარი კლუბის, "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინო ტორალმა პოპულარულ "Mundo Deportivo"-სთან პრიმერას მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და ტურნირის ფავორიტიც დაასახელა.

"წელს დიდი კონკურენციაა. ვფიქრობ, რომ მადრიდის "რეალის" შემადგენლობა შარშანდელთან შედარებით ბევრად სუსტია. რთულია რამე წინასწარ შეაფასო, როდესაც ამდენი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გიწევს გამოსვლა. "რეალი" "სევილია" "ბარსა" "ატლეტიკო" "ვილიარეალი" უკვე მრავალი წელია თასის მოსაგებად იბრძვიან.

მსგავსად წინა წლისა "რეალი" ფავორიტი არ არის. შემიძლიათ გითხრათ, რომ ტურნირს "ბარსელონას" სახით ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს", - განაცხადა მარსელინომ პრესკომფერენციაზე.



  • messi10
  • 4 დეკემბერი 2017 19:48
ოჰოო როგორი თამამი განხადებააა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით