"ევროპის ლიგის" ჯგუფური ეტაპი დასრულდა

8-12-2017, 02:41

2017/18 წლების ევროპული სეზონის პირველი ნაწილი დასრულდა. გუშინ "ჩემპიონთა ლიგის" მერვედფინალისტების ვინაობა შევიტყვეთ. დღეს კი ცნობილი გახდა იმ 32 გუნდი ვინაობა, რომლებიც "ევროპის ლიგის" მეთექვსმეტედ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.

გუნდები ორ კატეგორიად გადანაწილდნენ. პირველ კატეგორიაში, რა თქმა უნდა, განთესილი გუნდები მოხვდნენ, მეორეში კი - განუთესავები. კენჭისყრა ორშაბათს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩატარდება. პირველი მატჩებს გუნდები 15 თებერვალს გამართავენ. განმეორებითი მატჩები 22 თებერვალს ჩატარდება.

გთავაზობთ მეთექვსმეტედფინალის მონაწილე გუნდებს.

განთესილები: "მილანი", "არსენალი", "ატალანტა", "ატლეტიკი", "ატლეტიკო", "ბრაგა", "ცსკა მოსკოვი", "დინამო კიევი", "ლაციო", "ლაიფციგი", "ლოკომოტივი", "პლზენი", "ზალცბურგი", "სპორტინგი", "ვილიარეალი", "ზენიტი". 

განუთესავები: "აეკი", "ასტანა", "სელტიკი", "ცრვენა ზვეზდა", "ბორუსია დორტმუნდი", "სტიაუა", "კოპენჰაგენი", "ლუდოგორეცი", "ლიონი", "მარსელი", "ნაპოლი", "ნიცა", "ესტერსუნდი", "პარტიზანი", "რეალ სოსიედადი", "სპარტაკი". 


  • AM11
  • 8 დეკემბერი 2017 02:41
arsenalisaa evropis liga

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით