"ვალენსია" ვიდალს უმიზნებს » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

"ვალენსია" ვიდალს უმიზნებს

9-12-2017, 13:54

გავლენიანი კატალონიური გამოცემა "Mundo Deportivo"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "ვალენსია" კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელით, ალეიშ ვიდალით არის დაინტერესებული.

აღნიშნული წყაროს ჟურნალისტთა მტკიცებით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესვეურები მზად არიან სათამაშო პრაქტიკის არმქონე 28 წლის ვიდალი ზამთრის სანტრაფერო ბაზარზე მისაღებ ფასში გაასხვისონ.

შეგახსენებთ, რომ ალეიში კატალონიურ გრანდში 2015 წელს "სევილიადან" გადავიდა. წარმოშობით ესპანელმა ვიდალმა "ბარსას" სასტარტო შემადგენლობაში თავი მძიმე ტრამვის მიღების შემდეგ ვერ დაიმკვირდა. სწორედ ამიტომ ალეიში გუნდის შეცვლის და "ღამურებში" გადაბარგების წინააღმდეგი არ არის.




  • messi10
  • 9 დეკემბერი 2017 13:56
არადა რა ფორმაში იყო ტრამვამდე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით