• 28-07-2023
    "ბარსელონა" ეკვადორელი ტალანტისთვის 3 კლუბს შეებრძოლება
    "ბარსელონა" ეკვადორელი ტალანტისთვის 3 კლუბს შეებრძოლება
    ავტორი
    Aa

    "ბარსელონა" ოსკარ ზამბრანოთი აქტიურად ინტერესდება, მაგრამ კლუბი დიდ კონკურენციას აწყდება, - წერს SPORT.

    ზამბრანო 19 წლის ეკვადორელი ნახევარმცველია, რომელიც მოედნის სიღრმეში მოქმედებს. მის ყველაზე ძლიერ მხარეებად მოედნის ხედვა და ზუსტი გადაცემების გაკეთების უნარი ითვლება.

    "ჩემმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ 3 ქვეყნიდან დაუკავშირდნენ. ახლა შეთავაზებებს განიხილავენ. განსაკუთრებით, ლა ლიგიდან მიღებულ წინადადებებს," - თქვა "კიტოს" ფეხბურთელმა.

    წყაროს თანახმად, "ბარსელონა" ოსკარში 3.5 მილიონ ევროს იხდის, "კიტოს" კი 5 მილიონი ევრო და მომდევნო ტრანსფერიდან წილი სურს.

    ეკრემ კონურს თუ დავუჯერებთ, სამხრეთ ამერიკელით დაინტერესებულნი არიან "ვესტ ჰემი" და "კრისტალ პალასი". გარდა ამისა, საქმეში ჩართულია MLS-ის ერთ-ერთი კლუბიც.

    აღსანიშნავია, რომ ზამბრანოს "ბლაუგრანა" ჯერ სარეზერვო გუნდის კადრად განიხილავს, პირველ გუნდში თამაშის პერსპექტივით.


    Facebook კომენტარები