გატუზო: "ლუდოგორეცი" ჩვენთან მატჩისთვის ფორმაში ვერ იქნება" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

გატუზო: "ლუდოგორეცი" ჩვენთან მატჩისთვის ფორმაში ვერ იქნება"

13-12-2017, 10:36

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ იტალიის თასის 1/8 ფინალში "ვერონასთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

"იტალიის თასზე პირველ შეხვედრას ვმართავთ. ეს არ იქნება ორმატჩიანი დუელი, ამიტომ ვალდებულები ვართ, რომ დღევანდელ შეხვედრაშივე მოვახერხოთ გამარჯვება და შემდეგ ეტაპზე გასვლა. რთული მატჩი გველის, მაგრამ გამარჯვებები ძალას შეგვმატებს".

"ჯერჯერობით არ ვიცი, როგორი შემადგენლობით ვათამაშებ გუნდს. ოთხი მცველით მოედანზე ყოფნა უფრო საიმედოა, მაგრამ ამ კომპონენტში მაინც გვიჭირს, არამარტო დაცვას, არამედ მთელ გუნდს. მეტოქეს დიდ სივრცეებს ვუტოვებთ და ეს გამოსასწორებელი გვაქვს".

"ბოლონიასთან" მოგება აუცილებელი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ეს შევძელით, კმაყოფილი მაინც არ ვარ. კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. კვირას გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარნენ, 40 000 ქომაგის თანდასწრებით თამაში მოტივაციას გმატებს. დიდი მადლობა მათ".

"მეტოქე ევროპის ლიგაზე? "ლუდოგორეცზე" საფიქრალად დრო არ მქონდა, ჯერ მხოლოდ "ვერონასთან" გასამართ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. ისე კი რთული შეხვედრა გველის. მიუხედავად იმისა, რომ მათ არც ისე დიდი ისტორია აქვთ, ბოლო წლებში კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ბულგარელებს ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ. მათ ჩემპიონატში ორთვიანი შესვენება იქნება, ეს კი "მილანს" უპირატესობას მისცემს".

"ვიდეო-რეფერი? კარგია, რომ იტალიის ჩემპიონატში უკვე დანერგეს, მაგრამ მეტი ყურადღებაა საჭირო. მაგალითად "ბენევენტოსთან" მატჩში რომანიოლი უსამართლოდ გააძევეს. ის არც კი შეხებია მეტოქეს და მსაჯებმა ეს ვიდეო-გამეორებაზე არ გადაამოწმეს".

"ჭორები დონარუმაზე? არანაირი პრობლემა ამ ბიჭთან არა მაქვს. მას ყოველდღე ველაპარაკები. ჯიჯოს  უყვარს წაგება, "ბენევენტოსთან" მატჩის შემდეგ ვერ იყო გუნებაზე. ვიცი რასაც წერენ პრესაში. თუ რამე შეიცვალა, დიალოგში ფასონე და მირაბელი ჩაერთვებიან", - დაასრულა გატუზომ.



  • levani25
  • 13 დეკემბერი 2017 14:38
ჯენარო შენც მოგიწევს მილანიდან მალე წასვლა :D

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით