ჰამშიკმა მარადონას რეკორდი გაიმეორა

17-12-2017, 00:13

იტალიის "სერია ა-ს" მე-17 ტურის მატჩში "ნაპოლი" "ტორინოს" ესტუმრა. მაურიციო სარის გუნდს ჩემპიონატში 2-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა და ამ ტურინში გამარჯვება სავალდებულო იყო. 

შეხვედრის 30-ე წუთზე სტუმრები უკვე 0-3 იგებდნენ და ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ნაპოლიტანელების მესამე გოლი მარეკ ჰამშიკის ანგარიშზეა და ამით მან დიეგო არმანდო მარადონას რეკორდი გაიმეორა. 

საქმე ისაა, რომ მარადონა "ნაპოლის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი იყო, მას 115 გოლი ჰქონდა გატანილი. სლოვაკმა ფეხბურთელმა დღეს 115-ე გოლი გაიტანა "ნაპოლის" მაისურით და ლეგენდარულ არგენტინელს გაუთანაბრდა. 

მომდევნო გატანილი გოლი მარეკ ჰამშიკს "ნაპოლის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად აქცევს. 


  • AM11
  • 17 დეკემბერი 2017 00:14
mevaseba hamsiki

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით