დიბალა "რეალში" გადასვლასთან ახლოსაა

18-12-2017, 22:47

გასული ზაფხულის განმავლობაში ხშირი იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი, პაულო დიბალა შესაძლოა მადრიდის "რეალში" გადასულიყო, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგა. ახლა კი ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

იტალიური გამოცემა Rai Sport-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" კვლავ მიუბრუნდა არგენტინელ შემტევს და ახლა ტრანსფერის განხორციელებასთან უკვე ახლოსაა. "თეთრები" ტურინელებს 100 მილიონ ევროს სთავაზობენ, რაზეც "ბებერი სინიორა" თანახმაა.

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, დიბალას მადრიდში თითქმის ორჯერ გაზრდილი ხელფასი, 12 მილიონი ევრო იქნება.



  • tsandro
  • 18 დეკემბერი 2017 22:47
ეს რეალში გაასწორებდა

  • Andre Silva
  • 19 დეკემბერი 2017 01:09
კიდევ ერთი სისულელე... დიბალა იუვედან არ წავა მიტუმეთეს რეალში !!!

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით