"პსჟს" იანვარში გუედეში შეუერთდება

20-12-2017, 13:03

ფრანგული "L'Equipe"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "პარი სენ-ჟერმენი" პრიმერაში განათხოვრებულ გონსალო გუედეშს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიბრუნებს.

როგორც ყველასთვის ცნობილია, 21 წლის პორტუგალიელი ლა ლიგის ერთ-ერთ ლიდერ გუნდ, "ვალენსიაშია" განათხოვრებული. "ღამურებში" გარემარბმა არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენა, სწორედ ამიტომ ევროპული და არა მარტო ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე "პარკ დე პრენსის" ბინადართა ბოსებმა გონსალოს უკან, პარიზში დაბრუნება გადაწყვიტეს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გუედეშის გამოსასყიდი თანხა 35 მილიონია.


  • messi10
  • 20 დეკემბერი 2017 13:04
ara guedeshi kai igrokia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით