მბაპე: "ნეიმარი ხშირად მეკითხებიდა "პსჟში" გადასვლაზე" » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

მბაპე: "ნეიმარი ხშირად მეკითხებიდა "პსჟში" გადასვლაზე"

20-12-2017, 18:21

გასულ ზაფხულს ფრანგულმა "პსჟმ" არაერთი დიდი ტრანსფერი გაჩარხა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კი კილიან მბაპეს შეძენა გახლდათ.

19 წლის ფეხბურთელმა თავის ტრანსფერთან დაკავშირებით საკამოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ის არ ჩერდებოდა და გამუდმებით მეკითხებოდა, თუ როდის გადავიდოდი პარიზში. ჩემი პასუხი კი მუდამ ერთი იყო: მალე!"

"საბოლოოდ გადმოვედი კიდეც "პსჟში", სადაც ის მეხმარება ყველაფერში. მოედანზე ნეიმარი ყოველთვის ცდილობს, რომ მომძებნოს და პასი მომცეს. გასახდელში კი ის საკმაოდ მხიარული და მეგობრულია." - განაცხადა მბაპემ.



  • tsandro
  • 20 დეკემბერი 2017 18:21
მაგარი კაცია <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით