კვერკველია პრემიერ ლიგის ორი კლუბის სამიზნეა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

კვერკველია პრემიერ ლიგის ორი კლუბის სამიზნეა

21-12-2017, 17:06

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, სოლომონ კვერკველია "ლესტერ სითისა" და "ვესთ ბრომის" მთავარი სამიზნეა. "პრემიერ ლიგის" გუნდები იანვარში ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლას გამართავენ. აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს. 

მიუხედავად იმისა, რომ სოლომონმა "ლოკომოტივთან" კონტრაქტი გასულ ზაფხულს გააფორმა, მას ძალიან უნდა ინგლისის ჩემპიონატში გადასვლა. 

კლოდ პიუელი დაცვითი ხაზის გაძლიერებას კვლავ აგრძელებს, ჰარი მაგუაიერისა და ალექსანდრ დრაგოვიჩის შემდეგ კვერკველია იქნება მესამე ცენტრალური მცველი, რომელიც "მელიების" რიგებს შეავსებს. 

თავის მხრივ, ალან პარდიუ ჩვენებურს ჯონი ევანსის შემცვლელად მოიაზრებს. ჩრდილოეთ ირლანდიელი მცველს "მანჩესტერ სითისა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ. "იადონების" ინგლისელი თავკაცი მიიჩნევს, რომ კვერკველია ევანსს იდეალურად შეცვლის. 

მოსკოვის "ლოკომოტივი" ქართველ ფეხბურთელს 18 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი საქართველოს ეროვნული ნაკების ერთ-ერთ ლიდერს ბოლომდე ენდობა და მისი გაშვების სურვილი არ აქვს. 



  • AM11
  • 21 დეკემბერი 2017 17:12
ნეტა გადავიდეს რა

  • loma
  • 21 დეკემბერი 2017 18:55
გადავიდეს რა,რამაგარი სანხავი იქნები ქართველი Premier League-ში

  • beshke
  • 21 დეკემბერი 2017 23:04
warmatebebi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით