ობამეიანგმა "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა » FOOTBALLNEWS.GE - საფეხბურთო სიახლეები

ობამეიანგმა "ატლეტიკოში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

25-12-2017, 15:03

მსოფლიო პრესა აქტიურად საუბრობს ევროპის ორ გამორჩეულ თავდამსხმელზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და ანტუან გრიზმანზე. უდიდესი ალბათობით, ორივე ფეხბურთელი სულ მალე დატოვებს თავის კლუბს.

ამის შესახებ გაბონელმა შემტევმა ისაუბრა, მან "ატლეტიკოში" ტრანსფერი არ გამორიცხა. 

"ატლეტიკო"? ყველამ იცის, რომ ისინი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ ფეხბურთელებს. ვფიქრობ, რომ გრიზმანი გუნდს დატოვებს და ბევრი რამ მოხდება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

გერმანული მედია წერდა, რომ ობამეიანგმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, მაგრამ თვითონ ფეხბუთელმა ყველა ჭორი უარყო. 

"კონტრაქტი არ გამიხანგრძლივებია, ეს სიცრუეა. სატრანსფერო ფანჯარა ჩემთვისაც გახსნილია". - აცხადებს ობამეიანგი 



  • AM11
  • 25 დეკემბერი 2017 15:29
gaasowrebda atleticoshi

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით