რატომ აპირებდა დავით ყიფიანი კარიერის დასრულებას?

25-12-2017, 20:18

დავით ყიფიანი რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე რომ არის, ამას ბევრი დავა არ სჭირდება. თუმცა, არსებობდა შანსი იმისა, რომ მას კარიერა დროზე ადრე დაესრულებინა.

ალბათ, ყველამ იცის რომ ყიფიანი ახალგაზრდობაში "დინამოს" აკადემიაში დაიწუნეს და შანსი არ მისცეს. დავითმა კი ამის შემდეგ პირობა დადო, რომ თუ 1970-71 წლების სეზონში საქართველოს საუკეთესო კლუბის რიგებში ვერ მოხვდებოდა, მაშინ კარიერას დაასრულებდა.

"მე დათო დათოს - ძე ყიფიანისა, ვიძლევი სახინკლეში პირობას, რომ თუ 1970-71 წლის სეზონში არ ვითამაშებ "დინამოს" შემადგენლობაში, თამაშების 50%, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვანებებ ფეხბურთის თამაშს თავს. (არ შემსრულებელი ითვლება ტრაკად)" - სწორედ ასეთი პირობა დადო მან, რომლის შესრულებაც მოახერხა.




  • tsandro
  • 25 დეკემბერი 2017 20:19
დიდებული ფეხბურთელი და დიდებული ადამიანი <3

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით