"ვალენსიას" მწვრთნელი საავადმყოფოში გარეული ტახის გამო მოხვდა

26-12-2017, 12:18

"BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი საავადმყოფოშია. მარსელინიოს იქ მოხვედრის მიზეზი კი გარეული ტახი გახდა.

ზემოთხსენებული გამოცემის ჟურნალისტები იუწყებიან, რომ "ღამურების" თავკაცი ლოგორონსა და ბილბაოს შორის, ჩრდილოეთ ესპანეთში გარეულ ცხოველს მანქანით დაეჯახა.

52 წლის ესპანელი სახლში ბრუნდებოდა, როდესაც უეცრად გზაზე გარეული ტახი გადმოხტა, მაღალი სიჩქარით მომავალმა მარსელინიომ საჭე ვერ დაიმორჩილა და ცხოველის სიცოცხლე იქვე დაასრულა. პლიუს ამას ესპანელმა სპეციალისტმა მცირე დაზიანებებიც მიიღო და მისი ლაზარეთში გადაყვანა გახდა საჭირო.

ბოლო ინფორმაციით, ტორალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


  • messi10
  • 26 დეკემბერი 2017 12:21
ტახს თუ ვეღა აცილებ მანქანას:დ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით