გვარდიოლას უბიძგეს: საბა კვირკველიას მანჩესტერულ კლუბში

29-12-2017, 16:02

მას შემდეგ, რაც "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის" ვირჯილ ვან დაიკისთვის ბრძოლა მოუგო, "პრემიერ ლიგის" ლიდერები სხვა ცენტრალური მცველის ძებნას იწყებენ. 

ავტორიტეტულმა გამოცემამ, Squawka-მ გადაწყვიტა "ქალაქელებისთვის" საქმე შეემსუბუქებინა და რამდენიმე ცენტრალური მცველი ურჩია. რაფაელ ვარანი, ჯონი ევანსი, ჰარი მაგუაირი და სოლომონ კვერკველია. ასე გამოიყურება ბრიტანელების სია. 

"საქართველო ტექნიკური ფეხბურთელების წარმოებით არის ცნობილი. მათ ახასიათებთ ისეთი მოთამაშეები, რომლებიც სივრცეებს იყენებენ და მეტოქის კარს უქმნიან პრობლემებს, მაგრამ კვერკველიას სახით, ქართველებს მთასავით ადამიანი ჰყავთ, რომელიც რუსეთის "პრემიერ ლიგაში" შესანიშნავად ასპარეზობს". 

"მან სეზონის პირველი ნაწილი შუცვლელად ითამაშა და მის გუნდს მეორე ადგილოსანთან 7-ქულიანი ჰანდიკაპის მოპოვებაში დაეხმარა. "მანჩესტერ სიტი" მეტოქეს საქმეს სერიოზულად გაურთულებს, თუ შეიძენს მცველს, რომელიც "ეტიჰედზე" საერთო ორთაბრძოლას არავის დაუთმობს".  

"ამ სეზონში მან 3 გოლის გატანა მოახერხა. კვერკველია ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ფეხბურთელია ქართველებს შორის. რაც ყველაზე მთავარია, "ლოკომოტივის" მცველი ჯერ 25 წლისაა. მაგრამ ისმის კითხვა, აქვს თუ არა ის მონაცემები სოლომონ კვერკველიას, რითაც "პრემიერ ლიგაში" შეძლებს თამაშს". - ნათქვამია ჩვენებურზე 


  • AM11
  • 29 დეკემბერი 2017 16:03
neta gadavides

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით