ალეგრი:"დიბალას რონალდუსთან და მესისთან შედარება აზრს მოკლებულია"

30-12-2017, 20:36

სერია ა-ს ერთ-ერთი წამყვანი გუნდის, ტურინის "იუვენტუსის" იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ "ბებერი ქალბატონის" ერთ-ერთ ლიდერზე, პაოლო დიბალაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მესისთან და რონალდუსთან შედარება აზრს მოკლებულია.

"პაოლო შესანიშნავი ფეხბურთელია, მას დიდი შესაძლებლობები და მომავალი აქვს. ვფიქრობ, რომ მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელებზე შედარებამ მასზე ცუდი ზეგავლენა მოახდინა. ეს ახალგაზრდული პრობლემაა და მალე გაივლის. დამერწმუნეთ, რომ დიბალას ისეთ მონსტრებთან შედარება როგორიც მესი და რონალდუ არიან არ შეიძლება. მათ საერთო ჯამში 10 "ოქროს ბურთი" მოიგეს", - განაცხადა ალეგრიმ.



  • messi10
  • 30 დეკემბერი 2017 20:38
kvelaze nagdi tkva kacma

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია
-
მოგებულია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით