"ჩელსიმ" იანვრისთვის ორი ტრანსფერი დაგეგმა

30-12-2017, 21:08

რამდენიმე დღეში ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. ერთი დიდი ტრანსფერი უკვე განხორციელდა, "ლივერპულმა" ვან დაიკში 75 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ამაზე გაცილებით დიდი თანხების დახარჯვას გეგმავს ლონდონის "ჩელსი". 

"არისტოკრატებმა" ორი ტრანსფერი დაგეგმეს. როგორც ჩანს ანტონიო კონტემ შეტევის გაძლიერება გადაწყვიტა. პირველი ფეხბურთელი, რომლის შეძენასაც ლონდონელები ეცდებიან, "ევერტონის" ერთ-ერთი ლიდერი, როს ბარკლი იქნება. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს "სტემფორდ ბრიჯზე" გადასვლა სურს და უდიდესი ალბათობით, ტრანსფერი მალე განხორციელდება. 

გარდა როს ბარკლისა, "ლურჯები" საფრანგეთის ნაკრების წევრის, ტომა ლემარის ტრანსფერზე მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს "მონაკომ" "არსენალის" 100-მილიონიანი შეთავაზება უარყო. სავარაუდოა, რომ ლემარის ტრანსფერი "ჩელსის" ძალიან ძვირი დაუჯდება. 



  • AM11
  • 30 დეკემბერი 2017 21:15
ori umagresi transferi ikneba

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით