"Sport":რაფინია "ბარსელონას" მალე დატოვებს

2-01-2018, 21:09

გავლენიანი გამოცემა "Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლა ლიგაში მოასპარეზე "ვალენსიას" მესვეურები "ლურჯ-ბროწეულისფრების" ფეხბურთელით, რაფინია ალკანტარათი არიან დაინტერესებულნი.

"ბარსელონას" დატოვების წინააღმდეგი არც ბრაზილიელი ფეხბურთელია. ამის მიზეზი არასათანადო სათამაშო დრო გახლავთ და შანსი, რომ ის "ღამურების" ვარიანტით დაინტერესდეს, საკმაოდ დიდია.

აღნიშნული წყაროს ჟურნალისტთა მტკიცებით, "მესტალიის" ბინადარი კლუბი კლუბი ოფიციალურ შეთავაზებას მომდევნო დღეებში გააკეთებს და დიდი ალბათობით, ტრანსფერს ხელს ვერაფერი შეუშლის.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 24 წლის ალკანტარა "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია.



  • messi10
  • 2 იანვარი 2018 21:15
oho arada kai motamashea

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით