ბალოტელი "ნაპოლის" მიუახლოვდა

3-01-2018, 17:56

საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" მესვეურები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ნიცას" იტალიელი ფეხბურთელის, მარიო ბალოტელის შეძენას აპირებენ. ამ ინფორმაციას "Corriere Dello Sport"-ი ავრცელებს.

ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, "სან პაოლოს" ბინადართა მთავარ მწვრთნელს, მაურისიო სარის 27 წლის თავდამსხმელის თავის გუნდში ხილვა სურს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სარი მზადაა ბალოტელიში ნებისმიერი თანხა გადაიხადოს და ნეაპოლიტანური გუნდის შემადგენლობა კიდევ უფრო ოპტიმალური გახადოს.

შეგახსენებთ, რომ მარიო "ნიცაში" 2016 წელს გადავიდა.


  • messi10
  • 3 იანვარი 2018 17:58
baloo seriozuli igrokia

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით