"ლივერპულმა" კოუტინიოს შემცვლელი იპოვა

3-01-2018, 21:58

"მონაკოს" ახალგაზრდა ვარსკვლავი, ტომა ლემარი არაერთი ევროპული გრანდის სამიზნეა. გასულ ზაფხულს "არსენალმა" ფრანგებს 100 მილიონი ევრო სტერლინგი შესთავაზა, მაგრამ მონეგასკებმა მათი ლიდერის გაყიდვაზე უარი თქვეს. 

Yahoo Sport-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მაინც გადაწყვიტა "ლუი მეორეს" დატოვება. მან უარი უთხრა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "არსენალს", მათ ნაცვლად კი "ლივერპულში" თამაში აირჩია. 

"ენფილდზე" ლემარს კოუტინიოს პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებენ. უდიდესი ალბათობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი სულ მალე "ბარსელონაში" გადავა. 

ლემარის სანაცვლოდ "ლივერპული" 120 მილიონ ევროს გადაიხდის.


  • AM11
  • 3 იანვარი 2018 22:18
manchestershi wasuliko neta

  • Saba 35
  • 3 იანვარი 2018 22:35
საოცარი კაცია ლემარი. ბექა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით