• 30-07-2023
    "არსენალი" დავიდ რაიათი დაინტერესდა
    "არსენალი" დავიდ რაიათი დაინტერესდა

    ლონდონის "არსენალი" "ბრენტფორდის" ესპანელი მეკარით, დავიდ რაიათი დაინტერესდა.

    The Athletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, "ფუტკრებს" ჯერ ოფიციალური შეთავაზება არ მიუღიათ, მაგრამ "მეთოფეების" ინტერესის შესახებ მათ იციან.

    "არსენალის" მეორე მეკარეს, მეტ ტერნერს "ნოტინგემ ფორესტი" უმიზნებს. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი ნოტინგემს მართლაც მიაშურებს, რაიას "ემირეიტსზე" ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახდება. სხვათა შორის, ლონდონური გრანდი ესპანელს ჯერ კიდევ 2020 წელს უმიზნებდა, თუმცა მაშინ კლუბმა მიზანს ვერ მიაღწია.

    "ბრენტფორდი" 27 წლის გოლკიპერს 40 მილიონ ფუნტად აფასებს.

    რაიას გადაბირება უნდა მიუნხენის "ბაიერნსაც". "რეკორდმაისტერმა" ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო, მაგრამ მათ მეკარის იჯარით აყვანა შესთავაზა, რაც "ფუტკრებს" არ აკმაყოფილებთ. ფაბრიციო რომანოს თუ დავუჯერებთ, "არსენალსა" და "ბაიერნს" შორის დავიდი პირველს აირჩევს. ახლა ყველაფერი კლუბებს შორის შეთანხმებაზეა დამოკიდებული.

    დავიდს თავის გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში მან 41 მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა.

    Facebook კომენტარები